ჩვენს შესახებ

მმართველი გუნდი

რატომ ჩვენ?

ჩვენი კომპანიის მეთოდოლოგია ეყრდნობა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს, აუდიტის საერთაშორისო პრაქტიკის დებულებებს, “აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონს, აგრეთვე საქართველოში მოქმედ სხვა საკანონმდებლო აქტებს.

ამავე დროს ითვალისწინებს რა პროფესიულ უნარსა და წეს-ჩვეულებებს, ხელმძღვანელობს რა ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიით, კომპანია უზრუნველყოფს რწმუნების, ინფორმაციის კონფიდენციალურობის და ხარისხის კონტროლს, რითაც ზრდის ფინანსური ინფორმაციის საიმედოობისა და გარანტიის მაღალ დონეს.

LMG – მომსახურე პერსონალს ევალება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცემულ “პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსის” დაცვა. ისინი ხელმძღვანელობენ ძირითადი ეთიკური პრინციპებით:

  • პატიოსნება
  • ობიექტურობა
  • პროფესიული კომპეტენტურობა და სათანადო ყურადღება
  • კონფიდენციალურობა
  • პროფესიული ქცევა
  • ტექნიკური სტანდარტები

LMG ფილოსოფიის ძირითადი მიმართულებაა დიდი და მცირე კლიენტების მაღალკვალიფიციური, სრულიად საიმედო და მაღალკვალიფიციური მომსახურეობით უზრუნველყოფა. სწორედ ეს მაღალი სტანდარტები ესაჭიროება ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის

ჩვენი პროფესიული შტატების შემადგენლობაში შედიან ეკონომისტები, იურისტები, ინჟინრები, ბუღალტრები და სისტემათა სპეციალისტები, რომელთაც სამუშაო გამოცდილება აქვთ მიღებული მსხვილ კომპანიებში.

ჩვენი დამოკიდებულება ხარისხის მიმართ:
LMG-ის წარმატება განაპირობა ჩვენი კლიენტებისადმი უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევამ. ჩვენ გვესმის ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს მაღალკვალიფიციურად შესრულების დიდი მნიშვნელობა.

კომპანიის თანამშრომელთა მუშაობის ხარისხი განისაზღვრება აღრიცხვისა და კლიენტებისაგან მიღებული განმეორებადი შეკვეთების რიცხვით. ჩვენი პროფესიული შტატები შედგება მთელი რიგი სპეციალისტებისაგან, რომელთაც შესანიშნავი რეპუტაცია გააჩნიათ. ჩვენ ვართ საქმიანი ადამიანები, რომლებიც იყენებენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას თავიანთი კლიენტების პრობლემების გადასაწყვეტად.

კომპანიის დევიზი – გადავაჭარბოთ ჩვენი კლიენტებისა და თანამშრომლების საუკეთესო მოლოდინს – ნათლად გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას კლიენტების მიმართ.

ენდეთ პროფესიონალებს !